Sunday, June 14, 2015

მეექვსე მოდულის შეჯამება

დღევანდელი დრე ნაყოფიერი იყო, იმიტომ რომ შევქმენით ხარაჩო, ფლაერი, შეფასეებები, რაც დამეხმარება მუშაობის პერიოდში. ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციისა და ფლაერის  ატვირთვა, ძალიან მიხარია და კმაყოფილი ვარ, მიხარია ამდენი რამ რომ ვისწავლე. მივხვდი და გავიგე, რომ  დიფერენცირებული სწავლება სხვა არაფერია, თუ არა ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დასახული აქტივობები, რასაც სისტემატურად ვაკეთებთ, მაგრამ უცხო სიტყვამ დამაბნია.

Saturday, June 13, 2015

მეხუთე მოდულის შეჯამება

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით: შევისწავლო მოსწავლეთა საჭიროებები და გავითვალისწინო მათ ინტერესები, დავსახო მიზნები და მოსწავლეებთნ ერთად, შევადგინე სამუშო გეგმა, რაზეც იმუშვებს მოსწავლე და მუშობის პერიოდში მოახდენა შეფასებას, თუ რა გააკეთა, როგორ გააკეთა და რა ისწავლა ამ შრომის შედეგად. შევიმუშო სავარაუდო ნაშრომის კრიტერიუმები, გავზარდო მათი ჩრთულობა თვითშეფასების ჩეკლისტებით, გამოვიყენო მოსწავლეთ უკუკავშირი ურთიერთშფასებისთვის, საბოლოო შეფასებისას შევაფასო უნარები.

Sunday, June 7, 2015

მეექვსე დღის შეჯამება

მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავითვალისწინებ პროექტის მუშაობის პერიოდში არსებულ სირთულეებს და ვეცდები შეძლებისდაგვარად მოსწავლისათვის უფრო მეტი მასალის გადაცემას. ამ მოდულმა დამაფიქრა, რომ მასწავლებლის მოსწავლის როლში ყოფნა ბევრი სასარგებლო მასალის მომცემია მომავალი პროექტის დაგეგმვის პროცესში. შევქმნი სურათბის პაპკებს,რადგან ყველა მოსწავლეა არ აქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება და მიეცემათ საშუალება უპრობლემოდ იმუშაონ თავიანთ დავალებებზე: ამოარჩიონ საჭირო სურათები, შექმნან პრეზენტაციები და ფლაერები.

მოსწავლის ნიმუში

Sunday, May 31, 2015

მეორე მოდულის შეჯამება

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
      შევიტყვე, რომ პროექტის შექმნისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკვანძო კითხვებს _ როგორც ზოგადსა და თემატურს, ისე შინაარსობრივს. ასევე ვისწავლე, რომ შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევებსა და დაკვირვებებს, რომ შეფასების ხუთი სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს დიდ დახმარებას გამოწევს მომავალი ახალი პროექტის შექმნაში, სადაც გამოვიყენებ ურთიერთშეფასებას, თვითშეფასებასა და რეფლექსიებს.

        მადლობა ელენეს ასეთი კარგი, რომ არის. მიხარია ამდენი რამე, რომ ვიცოდი